07:42 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 19:53:21, 4979 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალი რუსეთს მოუწოდებს 1920 წელს ქართველების მიერ „ოსების გენოციდი“ აღიაროს

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს ქართველების მიერ "ოსების გენოციდი" აღიაროს, - ამის შესახებ Tass იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამის მოთხოვნას საოკუპაციო რეჟიმის ძალებმა კენჭი დღეს უყარეს. ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, სახელმწიფო დუმის და ფედერალური საბჭოს სახელებზეა მომზადებული. 

ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის ალან ტანდტაევის განცხადებით, დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვაია და მისი რედაქტირება ექსპერტების მიერ მიმდინარეობს. მანვე დასძინა, რომ დოკუმენტის გაგზავნა რუსეთში 22 ივლისს იგეგმება. 

"ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც 1920 წლის 8 ივნისს სამხრეთ ოსეთმა გადაწყვიტა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. უკვე 12 ივნისს ქართულმა ჯარმა პოლკოვნიკ ჩხეიძის მეთაურობით სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა სამხრეთ ოსეთში, დაწვეს და გაანადგურეს ყველაფერი, მოკლეს 21 ათასი ადამიანი. 2020 წელს ჩვენ აღვნიშნავთ ოსი ხალხის გენოციდის 100 წლისთავს", - აცხადებენ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელბი და ვლადიმერ პუტინის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას იხსენებენ

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics