00:06 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 13:35:02, 1958 ნახვა

პოლიტიკა
IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხეა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის პოლიტიკური საფრთხეა, 57%-ის აზრით კი - ეკონომიკური. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 5% და 7% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. 

ცნობისთვის, IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა
აშშ-მ გაამკაცრა ვიზების გაცემის წესები უცხოელი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics