16:26 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 11:23:51, 1060 ნახვა

საზოგადოება
პაატა სალია: თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, მიმართეთ მას

 „თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახლადარჩეულმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სალია ჟურნალისტის იმ კითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხომ არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესში „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემა.

„დღეს დილით რომ დავნიშნულიყავი ან საღამოს, ამით რამე შეიცვლებოდა?! მე ვარ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი, რომელიც ვაწარმოებდი დავას, სამართლებრივ ნაწილს საქართველოში, შემდეგ უკვე სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აქ ნაწარმოები დავა აბსოლუტურად სწორი იყო. რაზე ვლაპარაკობთ ახლა. თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას. მე თანამსრომლებთან კონსტრუქციული საუბრის იმედი მაქვს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

პაატა სალიამ ტელეკომპანიაში იმყოფება და არხის ფინანსურ დირექტორს ხვდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics