|
2019-07-18 11:31:20, 916 ნახვა
საზოგადოება
ფაბრიკაში „საბკულტურის“ პრეზენტაცია გაიმართა
ფაბრიკაში გუშინ „საბას“ ახალი ინიციატივის, პროექტ „საბკულტურის“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის წიგნის მოყვარულთა და მკითხველთა ახალი მოძრაობა, რომლის წევრებსაც სჯერათ, რომ კითხვა ცვლის ფიქრებს, ფიქრები - ქმედებებს, ქმედებები კი გარემოს. „საბკულტურა“ გულისხმობს თავისუფალ, ღია სივრცეს, სადაც წიგნებზე და წიგნებიდან მიღებული ცოდნის გარშემო საუბარი და დისკუსია მარტივი იქნება, როგორც ციფრულ, ასევე რეალურ სივრცეში. იმისათვის, რომ კითხვა უფრო საინტერესო და ყოველდღიური პროცესი გახდეს, „საბა“ გეგმავს არაერთ პროექტსა და აქტივობას, სწორედ ამის დასაწყისია განახლებული Saba Reader-იც. „საბკულტურა“ „საბას“ და „ლივინგსტონის” ერთობლივი პროექტია, რომლის შედეგადაც Saba Reader-ს ისეთი ფუნქციები დაემატა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებით საუკეთესო კითხვის გამოცდილებას ემსახურება და კითხვა სასიამოვნო, ყოველდღიურ პროცესი იქნება. პრეზენტაციის დასასრულს ლევან ბერძენიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „საბა“, რომელიც 17 წლის წინ თიბისის ხელშეწყობით შეიქმნა, ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემიაა საქართველოში. 2012 წლიდან მას ელექტრონული წიგნების წამყვანი, ინოვაციური ვებპლატფორმა დაემატა, დღეს ელექტრონული წიგნების სახლს 190 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო მის კატალოგში 6000-მდე ელექტრონული წიგნია.
(R)
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)