|
2019-07-15 11:49:28, 1481 ნახვა
საზოგადოება
გერმანიაში შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტი ესწრებოდა, 20 ივნისის ღამე გააპროტესტეს
გერმანიაში, ქალაქ მუნიხში მიმდინარე შეხვედრაზე თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა შეხვედრის მონაწილე გიორგი ხიმშიაშვილთან ერთად 20 ივნისის აქციის დაშლა სიმბოლურად გააპროტესტა. მათ თვალზე ხელი აიფარეს. როგორც გამრეკელაშვილის facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ფოტოში ჩანს, შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრება. „არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოალაქეებს აზიანებს. ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი. სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს!“ - წერს მირიან გამრეკელაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)