|
2019-07-14 16:35:21, 2038 ნახვა
საზოგადოება
გარდაიცვალა 5 წლის ბავშვი, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შემდეგ დაშავდა
გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც გუშინ ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავდა. 5 წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას გადიოდა. დაშავებული მცირეწლოვანი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას გუშინ გვიან ღამით მედიკოსებმა ოპერაცია გაუკეთეს. დაშავებული ერთ-ერთი მცირეწლოვანი გოგონა თბილისში, იაშვილის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა. დაღუპული ორი და მათი შვილები არაბეთის მოქალაქეები არიან. ავარიის დროს კიდევ შვიდი დაზარალებული პოლონეთის მოქალაქეა. ორი დაშავებული კი ქართველია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)