13:33 - 25 Jul, 2026
|
2019-07-13 19:49:59, 2570 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მოშიმშილეები შეუძლოდ გახდნენ
პარლამენტთან მოშიმშილე ორი დემონსტრანტი - ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე შეუძლოდ გახდნენ. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმების ცნობით, მოშიმშილეებს გლუკოზის დაბალი დონე და მომატებული არტერიული წნევა აღენიშნებოდათ, თუმცა მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ ბასილაია პარლამენტთან უკვე მეცხრამეტე დღეა შიმშილობს, სიხარულიძე კი, მეჩვიდმეტე. მოშიმშილეების მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. შეგახსენებთ, ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“ უკვე 24 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგება, დემონსტრაციებს არ შეწყვეტენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)