06:53 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 18:01:52, 2294 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ღვაწლმოსილ მეზღვაურებს აჭარის მთავრობის ჯილდო გადასცა

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

აჭარის მთავრობის თავმჯომარემ ხაზი გაუსვა მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობას და მათ წვლილს ქვეყნისა და რეგიონის განვითრებაში.

"მეზღვაურებს განსაკუთრებით დიდი როლი და მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში! ისინი არიან ძალიან მამაცი, ძალიან შრომისმოყვარე ადამიანები და არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი როლი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის და ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აჭარის ა.რ. მთავრობის ჯილდო „პოსტ მორტ" მიენიჭა შორეული ნაოსნობის კაპიტანს ომარ ფირცხალავას და საზღვაო აკადემიის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, პოლკოვნიკ კანდიდ მიქატაძეს.

პრეზიდენტის ღირსების მედლით დაჯილოვდნენ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქალი მეზღვაური კაპიტნის სავახტო თანაშემწე ნათია ლაბაძე, დამოუკიდებელი საქართველოს საზღვაო დარგის ერთ-ერთ შემოქმედს, საზღვაო კოდექსის ერთ-ერთ თანაავტორს, ლუიზა წვერავას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics