|
2019-07-13 16:06:59, 2564 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი - თუ ჩვენ ვიქნებით მახარობლები, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ
„მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, იყოს მახარობელი“, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგების დროს განაცხადა. პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა და მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა. „მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ასე, რომ ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს დავალება მოგიტანთ თქვენ დიდ სიხარულს. ჩვენ თუ ვიქნებით მახარობლები, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ“, - აღნიშნა პატრიარქმა. ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)