|
2019-07-12 13:03:37, 1715 ნახვა
საზოგადოება
TI - 2018 წელს ფრაქციის სხდომაზე თანამდებობის პირები 21-ჯერ დაიბარეს, თუმცა შეხვედრა არც ერთ შემთხვევაში არ შედგა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული საპარლამენტო საქმიანობის კვლევის მიხედვით, 2018 წელს, ფრაქციების სხდომაზე თანამდებობის პირები 21-ჯერ დაიბარეს, თუმცა შეხვედრა არც ერთ შემთხვევაში არ შედგა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველაზე მეტჯერ ფრაქციის სხდომაზე დასწრებაზე უარი ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა (3 მოწვევა) და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ (3 მოწვევა) განაცხადეს. „საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში უფრო ხშირად ხდებოდა ფრაქციების მიერ მოწვევა მინისტრების, 21 მოწვევა იყო 2018 წელს პარლამენტში. მართალია, წინა წლებთან შედარებით უფრო ხშირად იწვევდნენ მთავრობის წევრებს ფრაქციისა და კომიტეტის სხდომებზე, მაგრამ ეს წევრები არ მოდიოდნენ. 21 მოწვევიდან, მხოლოდ და მხოლოდ 1 შემთხვევაში, მინისტრის მოადგილე დაესწრო ფრაქციის სხდომას“, - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ლიკა საჯაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)