12:27 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 12:16:41, 1156 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - ვაფრთხილებთ ყველას, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან

 „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს დილით, 09:15 საათზე აბაშის რკინიგზის საფეხმავლო ხიდზე, რამდენიმე აქტივისტი ტელეკომპანია „რუსთვი2“-ის ჟურნალისტებთან ერთად, ყოველგვარი გაფრთხილებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე და უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფით, ხიდიდან დიდი ზომის ბანერის გადაკიდებას ითხოვდნენ.

რკინიგზის ცნობით, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს განემარტათ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტერიტორიაზე გადის არაერთი მაღალი ძაბვის ხაზი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ისინი არ დაემორჩილნენ რკინიგზის პასუხისმგებელი წარმომადგენლების მოთხოვნებს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს მათ.

„საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან უსაფრთოების ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა საფრთხე არ  დაემუქროს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე
მეტროსა და რკინიგზის მატარებლების მუშაობა აღდგა
ქვეყანაში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა, მიწოდება ეტაპობრივად აღდგება - სსე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics