|
2019-07-11 11:54:17, 1306 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს ვაჟა-ფშაველას სიტყვებით მიმართა
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ბათუმში მიმდინარე კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეებს ვაჟა-ფშაველას სიტყვებით, ქართულად მიმართა. ტუსკმა ციტატა ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ წაიკითხა. „მინდა გავიხსენო ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი ვაჟა-ფშაველა და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია“. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი კოსმოპოლიტობას გამორიცხავს და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნამდვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, უფრო გაზარდოს და განავითაროს ის. ეს გამოთქმა 100 წელზე მეტი ხნისაა და მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)