|
2019-07-10 13:58:07, 1452 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე პუტინის განცხადებაზე: გუშინ ჩვენი საზოგადოება ისტორიის დამახინჯების მცდელობის მოწმე გახდა
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც საქართველო „აფხაზეთის ოკუპაციისა ოსეთის გენოციდში“ დაადანაშაულა. როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, საზოგადოება ისტორიული ფაქტების დამახინჯების მოწმე გახდა. „ყველაფერი 1921 წლის ოკუპაციით დამთავრდა, რაც იმის შედეგი იყო, რომ საქართველოს საზოგადოება ზუსტად ისეთივე გახლეჩილი იყო, ერთმანეთთან დაპირისპირებული, როგორც დღეს ვართ... თუ გავაგრძელეთ ის, რომ რუსთაველის პროსპექტი ისევ გადახერგილია ყვითელი ავტობუსებით, ხელისუფლება ისევ თვლის ოპოზიციას თავის მტრად, ქართულ საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ისევ უნდობლობაა, იმის მაგივრად, რომ ევროპის კავშირთან, სადან ყველა ხელმძღვანელი პირი შეიცვალა, საქართველოს ინტერესების წინ წაწევას ვცდეილობდეთ, ამის მაგვრად ისევ ანგარიშსწორებით ვართ დაკავებული. სანამ არ მოვილაპარაკებთ იმ თემებზე, რომელიც გვაერთიანებს და ბიბლიასავით დავიზეპირებთ, იქამდე ვერ გადავწყვეტთ იმ პრობლემებს, რომელიც გვთიშავს“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)