16:04 - 20 Aug, 2026
|
2019-07-10 13:43:17, 5309 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინოს
რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინოს, - ამის შესახებ kommersant რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. "თუ საქართველოში სიტუაცია ნორმალიზდება, რუსოფობია დასრულდება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრტხოება დაცული იქნება, ავიამიმოსვლა აღდგება", - განაცხადა წყარომ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. კრემლის ლიდერმა შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ანტისაოკუპაციო საპროტესტო ტალღა დაიწყო, რომელიც თბილისში რუსი დეპუტატის ვიზიტს სერგეი გავრილოვს მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)