05:56 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 11:00:21, 810 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსის მშენებლობის პრეზენტაციას ესწრება

ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პრეზენტაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  გახსნა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ახალი კამპუსის მშენებლობა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. 1 500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე, ასევე 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

კავკასიის უნივერსიტეტს მსოფლიოს 70 ქვეყნის 130-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს, რაც საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

პრეზენტაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, აჭარის მთავრობის და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებიან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics