11:31 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 20:46:57, 1154 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტი კომპანიის დასაქმებულთა ნაწილს შეხვდა

დღეს, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი კომპანიის დასაქმებულთა ნაწილს შეხვდა.

გენერალურმა დირექტორმა დასაქმებულებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2020 წლის 1 მარტიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, სახელფასო ანაზღაურება10 %-ით გაეზრება. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა.

გასულ წელს, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის და მენეჯმენტის მხრიდან დასქმებულებთან შეხვედრების დროს გაიცა გარკვეული დაპირებები, მათ შორის ითქვა, რომ გადაიხედებოდა სახელფასო პოლიტიკა. დირექტორატის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა დამატებითი სარეზერვო თანხების მოძიება და რკინიგზელთა საჭიროებების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება.

„საქართველოს რკინიგზა“ მუდმივად ზრუნავს დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე, ლოიალურობის ამაღლებასა და მათთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელებაზე.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics