23:49 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 14:42:19, 746 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობას იწყებს.

გამოცხადებულ ტენდერში ესპანურ-იტალიურმა სამშენებლო კომპანიამ „ASSIGNIA KOBRA “-მ გაიმარჯვა, რომელიც ამჟამად მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო მობილიზაციას ახორციელებს, რისთვისაც მას ერთთვიანი ვადა აქვს. ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ოფიციალურად გაიხსნება და დაწყებიდან 24 თვის შემდეგ დასრულდება.

აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს 23-ე მეტროსადგური დაემატება.

პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics