|
2019-07-08 17:59:01, 3683 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის დუმის კომიტეტმა საქართველოდან ღვინისა და წყლის მიწოდების აკრძალვას მხარი დაუჭირა
რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდება საქართველოდან, - ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. "აუცილებელია დამატებითი მკაცრი ზომები მივიღოთ. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, რომელიც სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობამ გამოთქვა. კერძოდ, მხარს ვუჭერთ ღვინის, მინერალური წყლის, ზოგიერთი სხვა საქონლის აკრძალვას, რომელიც საქართველოში იწარმოება, აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების გაყინვის თაობაზეც", - განაცხადა სლუცკიმ. ცნობისთვის, პუტინის პარტია, საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანის აკრძალვის, ასევე ფულადი გზავნილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)