11:32 - 25 Jul, 2026
|
2019-07-08 16:02:50, 1194 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან, სადაც ძალადობრივი ჯგუფები იმყოფებიან, ლგბტ დროშა ააფრიალეს
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, რომელსაც ჰომოფობიური განწყობის მქონე მოქალაქეები და სასულიერო პირები მართავენ, ლგბტ დროშა ააფრიალეს. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ადგილზე დრონი გამოჩნდა, რომელზეც ლგბტ დროშა იყო დამაგრებული. აღნიშნულს აქციის მონაწილეებმა პროვოკაცია უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს „ლგბტ თემის ისტერიული საცოდაობის დემონსტრირებაა“. „ცისარტყელა აქამდეც იყო და ამის შემდეგაც იქნება ქართულ ცაზე. ეს ჩვენი შეურაცხყოფა არ არის, მათი უსუსური, ისტერიული საცოდაობის დემონსტრირებაა. ყვირილს და გინებას არ დავიწყებთ“, - განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)