18:34 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 13:28:55, 1283 ნახვა

პოლიტიკა
თინა კანდელაკი: „რუსთავი 2“-ის წამყვანმა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა

რუსეთში მოღვაწე წამყვანი თინა კანდელაკი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ეთერს ეხმაურება. 

"გადაცემის დასაწყისში წამყვანი ბინძურად და ქუჩურ დონეზე აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ისე, როგორც ამას აკეთებენ რადიკალები, რომლებიც საქართველოში ყველაზე სასტიკი დანაშაულების უკან დგანან", - წერს კანდელაკი "ტელეგრამ-არხის" საკუთარ გვერდზე. 

კანდელაკმა საქართველოს ხელისუფლებას და "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას მოუწოდა ბოდიში მოიხადონ. 

„ეს იქნება სახის შენარჩუნების ერთადერთი გზა იმ ქვეყანაში, სადაც მსგავსი ტიპის ეთერი შესაძლებელია“, - წერს კანდელაკი.

წამყვანის თქმით, "რუსთავი 2“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ბენეფიციარია“. მან სააკაშვილს „არამზადა ნაძირალა და კრიმინალი" უწოდა. კანდელაკის შეფასებით, სააკაშვილის ნაირი ადამიანები "სასაკლაოს მიზეზები ხდებიან, რომლის შემდეგაც არაფერი რჩება ნანგრევების გარდა".  

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics