15:53 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 09:29:31, 963 ნახვა

სამხედრო
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დახურვის ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი დაესწრნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სამკერდე ნიშნები და სერტიფიკატები გადასცეს.

ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) პროგრამის ფარგლებში, საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 16 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. სამი კვირის განმავლობაში ქართველმა, ბრიტანელმა, ამერიკელმა, სომეხმა, მოლდოველმა და უკრაინელმა სამხედროებმა მთაში გადაადგილების ხერხები, მდინარის, კლდოვანი და მთიანი ადგილების გადალახვა, სიმაღლიდან და კლდიდან დაშვება, ასევე დაბრკოლებათა ზოლის მოწყობისა და გადალახვის ხერხები შეისწავლეს. საწყის ეტაპზე კურსის მონაწილეებს ამოცანების შესრულებაში საჩხერის სამთო მომზადების ინსტრუქტორები ეხმარებოდნენ. სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელებმა სპეციალური ტესტი ჩააბარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics