05:05 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 00:57:38, 6117 ნახვა

სამართალი
კადრები რომელიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირის დაკავებას დაედო საფუძვლად

შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, 20 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირის დაკავებას დაედო საფუძვლად. დაკავებულები არიან ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნების გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ. ბ.-მ ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგნებს, აგრესიულად ესხმოდა თავს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც. ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა.

ხოლო, ბ. თ. ასევე თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას." - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics