15:23 - 20 Aug, 2026
|
2019-07-03 16:18:34, 3415 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას ყოფილი ჟურნალისტი დავიდ-მარია სასოლი დაიკავებს
ევროპარლამენტის მომავალ პრეზიდენტად ყოფილი იტალიელი ჟურნალისტი, სოციალ-დემოკრატი დავიდ-მარია სასოლი აირჩიეს. ხსენებულ თანამდებობაზე დავიდ-მარია სასოლი ანტონიო ტაიანის ჩაანაცვლებს. კენჭისყრის შედეგად სასოლიმ 667 ხმიდან 345 ხმის მოპოვება შეძლო. დავიდ სასოლი ევროპარლამენტში პირველად 2009 წელს დემოკრატთა სიით მოხვდა. 2014 წელს ის ევროპის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი მეორე ვადით გახდა. ამავე წელს ის ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. დავიდ-მარია სასოლი თანამდებობას ოფიციალურად 2019 წლის 1 დეკემბერს დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერები ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების კანდიდატურებზეც შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)