23:48 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 17:48:37, 580 ნახვა

საზოგადოება
ირალანდიელი პარლამენტარები საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ

ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის  თავმჯდომარე, პატ ბრინი, კომიტეტის წევრები ერიკ ბერნი და ნოელ მერფი 2015 წლის 3 ივლისს საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიელმა პარლამენტარებმა სოფელი ხურვალეთი მოინახულეს, სადაც ადგილზე გაეცნენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მავთულხლართების გავლების შედეგად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. დეპუტატები ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ირლანდიელი პარლამენტარების პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის გაერთიანებული კომიტეტის  წევრები თბილისს 2 ივლისს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics