|
2015-07-03 17:25:51, 1381 ნახვა
მსოფლიო
ტუნისში დაღუპულ ბრიტანელებს დუმილით მიაგეს პატივი
ტუნისში, საკურორტო სუსის სანაპიროზე თავდასხმის შედეგად დაღუპული 30 ბრიტანელის ხსოვნის პატივსაცემად, დიდმა ბრიტანეთმა პარასკევი საერთო დუმილის დღედ გამოაცხადა. დედოფალი ელიზაბეტ მეორე დაღუპულთა საპატივცემლოდ მეუღლესთან ერთად შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს ესტუმრა. ამის პარალელურად, ბრიტანეთის საელჩომ ტუნისში სამახსოვრო ცერემონია გამართა, რომლის დროსაც საელჩოს თანამშრომლებმა ტრაგედიის ადგილი ყვავილების გვირგვინით შეამკეს. აღნიშნულ ცერემონიას ტუნისის პრემიერ მინისტრი ჰაბიბ ესიდიც შეუერთდა. გარდა ამისა, უიმბლდონზე ჩოგბურთის მატჩი რამდენიმე საათით გადაიდო, ხოლო ბუკინგემის სასახლისა და ყველა საჯარო დაწესებულების ეროვნული დროშები სანახევროდ დაეშვა. დაღუპულებს ბრიტანეთში რამდენიმე დღის შემდეგ გადაასვენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)