|
2019-07-02 13:28:41, 18900 ნახვა
სპორტი
ქართველმა კარატისტებმა ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვეს
პრაღაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, 21 წლამდე ახალგაზრდებს შორის კონტაქტურ კარატეში ქართველმა სპორტსმენებმა ვასილ ლომსაძემ და ოთარ ესიტაშვილმა ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვეს. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი ინფორმაციით, 2019 წლის ახალგაზრდულ ევროპირველობაზე 15 ქართველ სპორტსმენს ჯამში 4-ოქროს და 1-ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. „ქართველთა ტრიუმფი! პრაღაში მიმდინარე ევროპის ალგაზრდულ პირველობაზე, კონტაქტურ კარატეში, დღეს U21 წლამდელ ახალგაზრდებს შორის, -70კგ. ვასილ ლომსაძემ-ვერცხლი და -85კგ. ოთარ ესიტაშვილმა-ოქრო მოიპოვა. 2019 წლის ახალგაზრდულ ევროპირველობაზე 15 ქართველი სპორტსმენიდან, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში ჯამში 4-ოქრო და 1-ვერცხლი მოვიპოვეთ, რაც აქამდე უპრეცენდენტო შედეგია. პრაღის თავზე ქართული დროშა ფრიალებს!!!!“, - წერს ირაკლი დოლაბერიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)