11:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 19:14:23, 1697 ნახვა

კომენტარი
კალაძე: პირველი, რაც გახარიამ უნდა გააკეთოს, დროული გამოძიებაა

„დროულად უნდა დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საკონსტიტუციო ინიციატივის „პროპორციული არჩევნები 2020“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც პარლამენტის შენობაზე თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას.

“პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არის, რომ დროულად მოხდეს გამოძიება იმ ფაქტთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს, თუ როგორ ხდებოდა მოწოდებები და როგორ იყო ინიცირებული პარლამენტის შენობაზე თავდასხმა. ეს იყო ძალიან მძიმე და რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ხელისუფლების ცვლილება გადატრიალებით, დამხობით და სამოქალაქო დაპირისპირებებით იმიტომ, რომ ამას ცუდის მეტი ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამას აუცილებლად მოჰყვეს დროული გამოძიება და ასევე, დროული გამოძიება უნდა მოჰყვეს იმ კონკრეტულ გადაცდომებს, რაც ხდებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთმა კვლავ შეაჩერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics