06:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 12:21:57, 1224 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების 8% არ გამოცხადდა

დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 92% - მდე აპლიკანტი გამოცხადდა გამოცდის ჩასაბარებლად - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 92% - მდე აპლიკანტი გამოცხადდა გამოცდის ჩასაბარებლად. ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს; მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics