05:33 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 10:53:00, 950 ნახვა

საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილე: ენგურზე აბიტურიენტებს პრობლემა შეექმნათ, თუმცა საშუალება მიეცემათ შემდგომ გამოცდებში ჩაერთონ

ენგურის ხიდზე აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას პრობლემა შეექმნა, მათ მიეცემათ საშუალება შემდგომ გამოცდებში მონაწილეობა მიიღონ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის გამონაკლისი დაიშვება და ისინი შეძლებენ გამოცდაში მონაწილეობის მიღებას.

 „ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო მოგეხსენებათ,რომ აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ ჩაერთნენ გამოცდებში. დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით ვუზრუნველყოფთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნა ირინა აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საოკუპაციო საზღვარი ჩაკეტა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics