16:20 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 10:05:12, 1101 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას დღეს გამართავს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივა ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას დღეს 1 ივლისს გამართავს.

მმართველი გუნდი პრეზენტაციაზე პოლიტიკურ პარტიებს, ცესკოს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს იწვევს.

„როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით,  ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

 საკონსტიტუციო ინიციატივა - ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს.

პრეზენტაცია დღეს, 1 ივლისს, 14:00 საათზე , სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“  გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics