05:05 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-30 12:50:49, 1669 ნახვა

სამართალი
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა

შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანთან მოხდა.  ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. 

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. სამმა ადამიანმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, ორი მამაკაცი კი ხანძრის შედეგად ადგილზე დაიღუპა. ასევე დაშავდა მეორე ავტომობილში მჯდომი ერთი ადამიანი.

ოთხი დაშავებული, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანია, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics