05:33 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 19:56:42, 1753 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: პანიკის საფუძველი არაა, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია

პანიკის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია და ალტერნატიული წყაროებიც მონახვადია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

მინისტრმა ხორბლის მარაგებსა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება

„არსებობს ხორბლის იმპორტის ალტერნატიული მარშრუტები, მათ შორის, სარკინიგზო გადაზიდვებით. ეს არის როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე  საზღვაო გზით, რაც ჩვენი ქვეყნის მომარაგების ტრადიციული გზა იყო. სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების მიხედვით ვაკეთებთ მონიტორინგს ქვეყანაში არსებული მარაგების შესახებ. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ქვეყანაში საკმარისი მარაგებია ხორბლის და ალტერნატიული წყაროებიც მონახვადია. ამ სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულია ასობით და ათასობით ადამიანი, რომლებიც, რა თქმა უნდა, დაკარგავენ თავის შემოსავალს, ან მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. მე მესმის მეხორბლეთა პოზიციები, მეხორბლეთა მიმართვა, რომ ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობები გვაკისრია და ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული. შესაბამისად, სახელმწიფოს თითოეულმა მოხელემ, მთავრობის თითოეულმა წარმომადგენელმა, მნიშვნელოვანია, რომ პრაგმატულად, საღად და სწორად წარმართოს კომუნიკაციების პროცესი ასეთ რთულ ვითარებაში, რომელიც ფაქტობრივად გამოწვეულია ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მიერ”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics