03:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 14:28:38, 481 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძის ინფორმაციით, პრაღის ფორმატში შეთანხმდნენ, რომ ჩარტერტული რეისებიდან რეგულარულ რეისებზე გადავიდოდნენ

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პრაღის ფორმატში შეთანხმდნენ, რომ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, ჩარტერული რეისებიდან რეგულარულ რეისებზე გადავიდოდნენ.

ამის შესახებ აბაშიძემ ჟურნალისტებს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისების რაოდენობის გაზრდის საკითხზე განუცხადა.

მისივე თქმით, ამ შეთანხმების შემდეგ რეგულარული რეისების რაოდენობასა და სხვა დეტალებზე ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის მოლაპარაკებები მიმდინაროებდა.

„ამ ჩვენს ფორმატში შევთანხმდით იმაზე, რომ ჩარტერული რეისებიდან, მოგეხსენებათ თითო-თითო კომპანია იყო 2008 წლის შემდეგ, გადავიდეთ რეგულარული რეისების რაოდენობაზე. სხვა დეტალებზე მიმდინარეობდა შესაბამის უწყებებს შორის მუშაობა და ისინი შეთანხმდნენ უკვე რეისების რაოდენობაზე, ავიაკომპანიების რაოდენობაზე, მარშრუტებზე, მიმართულებაზე და ასე შემდეგ. ანუ, ამ ფორმატში მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც პოლიტიკური ხასიათის“, - განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 66 პროცენტით გაიზარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 111,864 მგზავრი, რაც 66 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (67,422 მგზავრი). 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული მიმართულებით მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მატება მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის განმავლობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics