15:14 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 19:35:51, 1271 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: მსჯავრდებული სააკაშვილისა და მისი აგრესიული გუნდის დღის წესრიგი საზოგადოებაში არეულობის შემოტანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ოპოზიციის მთავარი მიზანი საზოგადოებაში არეულობის შემოტანაა.

პრემიერის შეფასებით, ოპოზიცია აგრესიული რიტორიკით ხელმძღვანელობს.

„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილისა და მისი აგრესიული ჯგუფის აგრესიული  რიტორიკა არის ერთი და იგივე. ეს არის აგრესია, ეს არის ძალადობა და ეს არის ყველაფერი, რაც უკავშირდება მთავარ მიზანს, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ არეულობის განცდა. მათი დღის წესრიგია, არანაირი არჩევნები, ხელისუფლება უნდა დაემხოს. განსაკუთრებით 2016 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ კიდევ უფრო გააქტიურებული ეს აგრესიული რიტორიკა. იგივე მოხდა თვითმმართველობის არჩევნებსა და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებეც. ნებისმიერი არჩევნების წინა პერიოდსა თუ შემდეგ ჩვენ ვისმენთ ერთი და იგივეს, ეს არის აგრესია, ეს არის კონსტიტუციაზე შეტევა, ეს არის ყველანაირი მცდელობა, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზაცია და ეს არის სრულიად მიუღებელი“, - აღნიშნა ბახტაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics