23:01 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 17:06:05, 5338 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. ლევან იზორია დღეს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიულერს შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელ პირებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა. ლევან იზორიას განცხადებით, ძირითადი აქცენტი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოს მეტ ჩართულობაზე გაკეთდა. „სწორედ ამას ემსახურებოდა გასულ კვირას იტალიაში, ნატოს სარდლობაში ჩემი ვიზიტი, სადაც შევიმუშავეთ კონკრეტული, პრაქტიკული გეგმები, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, თავდაცვის სფეროში განხორციელებული უპრეცედენტო რეფორმები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული სამაგალითო პროგრესი. ნატოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ სხდომას დაესწრო, ორმხრივ ფორმატში კი, შეხვედრები გამართა ჰოლანდიის, რუმინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებთან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics