04:21 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 16:54:25, 1463 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი: 91-მა დეპუტატმა მელიას პატიმრობის განაჩენი გამოუტანა, დღეს კი ერთმა მოსამართლემ ამას ხაზი გადაუსვა

 „91-მა დეპუტატმა ჩაატარა გუშინ წინასასამართლო პროცესი და პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს ნიკანორ მელიას და დღეს ერთმა მოსამართლემ, ამას ყველაფერს ხაზი გადაუსვა“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილებას, რის მიხედვითაც მელიას გირაო შეეფარდა.

ადვოკატის შეფასებით, სასამართლომ სამართლიანი  გადაწყვეტილება მიიღო.

„პირველ რიგში, მე როგორც იურისტი, მინდა ვთქვა ერთი რამ, ის გადაწვეტილება, რაც მიიღო დღეს სასამართლომ არის ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება, მე პოლიტიკურ განმარტებებს ვერ გავაკეთებ, ეს იყო გადაწყვეტილება, რასაც ვითხოვდით ჩვენ დაცვის მხარე. ერთადერთი, ძალიან მიხარია, რომ მოსამართლემ გაიგონა ხალხის და საზოგადოების ხმა, დარწმუნდა იმ საქმის აბსურდულობაში, ასევე შექმნილ სიტუაციაში.

91-მა დეპუტატმა ჩაატარა გუშინ წინასასამართლო პროცესი და პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს ნიკანორ მელიას და დღეს ერთმა მოსამართლემ, ამას ყველაფერს ხაზი გადაუსვა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics