05:05 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 15:50:36, 2616 ნახვა

სამართალი
ნიკა მელიას 27 დეპუტატი თავდებში უდგება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას 27 დეპუტატი თავდებში უდგება, - ამის შესახებ მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილი განაცხადა. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, 10 000-ლარიანი გირაოს გარდა, მან დააყენა შუამდგომლობა ალტერნატივის სახით სხვა შეზღუდვების დაწესებაზეც, მათ შორის აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაზე.

ცნობისთვის, სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა და მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. პროკურორის განმარტებით არსებობს საშიშროება, რომ ნიკა მელია მოწმეებზე ზემოქმედებას განახორციელებს ან ქვეყნიდან გაქცევას ეცდება. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics