05:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 12:48:12, 2387 ნახვა

რეგიონი
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია

კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მოსავლის აღების მიმდინარე პროცესის ადგილზე გასაცნობად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

 „ფერმერებს მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მინისტრის მოადგილე გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყშიც იმყოფებოდა, სადაც  თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის სამაცივრო მეურნეობის მუშაობის პროცესს გაეცნო.

დღეის  მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებული  ატმისა და ვაშლატამას რაოდენობამ 79.6 ტონა შეადგინა. ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების  დაკავშირების მიმართულებებით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics