03:01 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 12:43:01, 389 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის დროს დახმარების შემოთავაზებისთვის მადლობა რუსეთსაც გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს და მეზობელ ქვეყნებს, სტიქიის დროს გაწეული და შემოთავაზებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები სტიქიის შემდეგ  დაგვიკავშირდნენ ძირითადად საუბარი მქონდა თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, რუსეთიდან იყო ასევე შემოთავაზება, 100 მაშველის და ტექნიკის, უკრანიდანაც დამირეკეს. მათ მინდა მადლობა ვუთხრა დახმარებისთვის, დახმარების შემოთავაზებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საუდის არაბეთის პრინცს, რომელიც სტიქიის დაზარალებულებისთვის 300 ათასი დოლარი გამოყო, მძიმე მომენტში როცა ჩვენ გვიჭირდა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავს“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, მთავრობა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის განსახლების პროცესს თვალს აქტიურად ადევნებს.

„მინდა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს, მათ ვისაც სტიქიის დროს სახლები დაუზიანდა, ახალს შევუძენთ და გავურემონტებთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics