14:00 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 10:34:59, 997 ნახვა

პოლიტიკა
„რა მნიშვნელობა აქვს 2 საათით ადრე დაიჭერთ მელიას თუ 2 საათით გვიან, რატომ ვერ ითმენთ?“ - ხმაური პარლამენტში

 „რა მნიშვნელობა აქვს ორი საათით ადრე დააკავებთ ნიკა მელიას, თუ ორი საათით გვიან? რატომ ვერ ითმენთ ხალხო, რა გჭირთ?“ - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს მიმართა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

გოგორიშვილის განცხადებით, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს დეპუტატისთვის ო იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის 5 დღე აქვს, გაერთიანებული კომიტეტის სხდომა დილის 09:00 საათზე ჩაინიშნა.

„იქნებ აგვიხსნათ რითია განპირობებული ასე სასწრაფოდ და საჩქაროდ, დილის ცხრა საათზე სხდომის დანიშვნა, რომ გადაგვიყვანეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, 5 დღეა განხილვისთვის განსაზღვრული და გუშინ შემოტანილ საკითხზე დილაუთენია სხდომა გამართეთ“, - აღნიშნა გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას  ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics