05:37 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 10:54:57, 2369 ნახვა

რეგიონი
გუდაურში ადგილობრივებმა Mountain Set: Kazbegi-ის საფესტივალო ტერიტორია დაარბიეს

გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ - Mountain Set: Kazbegi-ის ტერიტორია დაარბიეს, - ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი წერს.

მისივე ცნობით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

„ამასობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია Mountain Set: Kazbegi-ის საფესტივალო ტერიტორია, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს - ზნედაცემულებმა წმინდა მიწაზე ფეხი არ დადგათო“, - წერს ორაშვილი.

ფესტივალის ორგანიზატორის, მარიამ შარაშიძის ინფორმაციით, გუშინ სტეფანწმინდიდან მოხევეები და მთიულები ავიდნენ ტერიოტირიაზე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო მათი მამა-პაპის საძოვრები და მუსიკა ეკლესიებსა და ხატებს შეურაცხყოფდა.

„ათი დღეა უკვე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. პარასკევს არის ფესტივალი. გუშინ სტეფანწმინდიდან მოხევეები და მთიულები ამოვიდნენ ტერიტორიაზე. მათი თქმით, ეს იყო მათი მამა-პაპის საძოვრები  დაიყო ეკლესიები და ხატებს შეურაცხყოფდა ეს მუსიკა. შესულები ვიყავით მერთან შეთანხმებაზე. სამი საათი ვისხედით, ვილაპარაკეთ, მაგრამ ვერ მივედით ვერანაირ გადაწყვეტილებამდე, ალტერნატივასაც ვერ გვთავაზობდნენ. ჩვენი თანამშრომელი ბიჭები იყვნენ ტერიტორიაზე და უცბად ვიღაცამ დაიყვირა „დავარბიოთო“ და ტერიტორიაზე ყველაფერი  დარბეულია. იყვნენ სამართალდამცავები, კრიმინალებიც იყვნენ გუშინ ამოსულები, ფოტოები გადავიღეთ. ზარალია 30 000 დან ზემოთ, იმიტომ, რომ ჩათვალეთ, რომ კოტეჯები, ბარები, აღარაფერი აღარ არის“, - განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში Mountain Set: Kazbegi 28-29-30 ივნისაა დაგეგმილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics