12:44 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 12:44:25, 953 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: კანონდარღვევის არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება

 „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი  კახა კალაძის განცხადებით, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, როგორც პარლამენტის შტურმით აღების ინიციატივას, ისე აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტების ფაქტებს.

„მე გუშინაც გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. პირველი რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი გუნდი. ამას მოჰყვა უმკაცრესი განცხადებებიც და შედეგიც. პარლამენტის თავმჯდომარე დაბრუნდა, გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა.

საღამოს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძიმე ფაქტები და მივიღეთ მძიმე სურათი, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ამის ინსპირირება, მომხდარიყო შტურმი, გააკეთა იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ.

რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა მასაც მოჰყვება რეაგირება. ჩვენ ვნახეთ ასევე კადრები, რომელიც იყო უმძიმესი, ამასაც მოჰყვება რეაგირება. გენინსპექციას აქვს დაწყებული მოკვლევა და არც ერთ ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
SBU-ს ოპერაცია შავ ზღვაში: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები „კოზაკ მამაის“ სამიზნე გახდა
აშშ-მ ირანის პორტისკენ მიმავალი ტანკერი დაარტყა და სპარსეთის ყურის სტრატეგიულ კუნძულზე მდებარე ობიექტებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics