23:28 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 03:10:07, 934 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველზე შეტაკებები გრძელდება - სპეცრაზმი მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს

რუსთაველის გამზირზე შეტაკებები გრძელდება.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან დაბრუნება სცადეს, სადაც სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.

სპეცრაზმმა მოქალაქეების მისამართით კვლავ ცრემლსადენი ყუმბარები ისროლა.

ამასთან, დემონტრანტები გააფრთხილეს, რომ თუ არ დაიშლებიან მათ წინააღმდეგ „კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება“.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდიდან თბილისისკენ პოლიციის დამატებითი ძალები მოემართებიან.

შეგახსენებთ, სპეცრაზმთან დაპირისპირების შემდეგ 100-მდე მოქალაქე დაშავდა. დაშავებულებს შორის სამართალდამცველები და მედიის წარმომადგენლებიც არიან. ათობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, აქციის სამ მონაწილეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics