|
2019-06-21 01:42:00, 7845 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი გავრილოვი აქციის მონაწილეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს
ანტიქართული განწყობის მქონე რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, რომელიც დღეს თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა მასზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ. გავრილოვის თქმით, საქართელოს უსაფფრთხოების სამსახურმა რუსეთის დელეგაციის დაცვა ვერ შეძლო. "თავდასხმის დროს მოგვიწია პარლამენტის დატოვება და სასტუმროში გადასვლა. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა ბოდიში მოგვიხადა. როდესაც სასტუმროდან გამოვედით, ჩვენზე ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა. სამწუხაროდ უსაფრთხოების სამსახურმა ამის პრევენცია ვერ მოახდინა. დამარტყეს. მგონია, რომ ქართველი სამართალდამცველები და გენერალური პროკურატურა ექსტრემისტების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით", - განაცხადა სერგეი გავრილოვმა. ამასთან, გავრილოვმა საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა: "ყოველწელს საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადი იზრდება. წელს თითქმის 2 მილიონი ტურისტი იყო ჩასული. ყველანი იმას ამბობენ, რომ ქართველი რუსებს ძალიან კარგად ხვდებიან. მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი და კულტურა. ჩემი ბაბუა საქართველოში არის დასაფლავებული და ძალიან გული მწყდება, რომ ამ პროვოკაციის გამო, მისი საფლავის მონახულება ვერ შევძელი. ძველებურად მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი საზოგადოება, მიუხედავად შიდაპოლიტიკური სიტუაციისა, ექსტრემისტებს, რომელბიც ქვეყნის იზოლირებას და დისკრედიტაციას ცდილოვენ, პასუხს გასცემს", - აღნიშნა გავრილოვმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)