08:02 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 17:52:20, 978 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

19-20 ივნისს საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საქართველოს საგარეო უწყებაში საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება.

საგარეო უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში საქართველოში საუდის არაბეთის სამეფო გაიხსნა.  საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics