|
2019-06-15 17:17:41, 1391 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სამაშველო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
დღეს ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საგანგებო სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო და შეკრებილ მაშველებს სიტყვით მიმართა. ,,სეზონის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი მზადყოფნა, ძალიან მახარებს თქვენი შემართება, მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავაფიქსირო მაშველი გოგონების მიმართ. ჩვენი ქალაქის განვითარება დგას თქვენს შემართებაზე, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებულ და უსაფრთხო სეზონს. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაართმევთ თავს ყველა იმ ამოცანას რომელიც თქვენს წინაშე დგას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაშველი დრონი, რომელსაც სამაშველო ოპერაციებისთვის წელს პირველად გამოიყენებენ. მოეწყო დრონით ადამიანის გადარჩენის სიმულაციაც. დღესვე სამაშველო ღონისძიებებზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის სამი მაშველი დააჯილდოვეს, რომლებმაც გასულ წელს 350 ადამიანი გადაარჩინეს. დამსვენებლების უსაფრთხოებაზე აჭარის სანაპიროზე წელს 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის 20 ქალია. რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 50-ით გაიზარდა. სეზონის გახსნის ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დაგეგმილია მუსიკალური პროგრამები და შოუები.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)