04:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-15 15:49:09, 1184 ნახვა

რეგიონი
საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

2019 წლის საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

სეზონის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ესწრებოდნენ. მათ მაშველებს და დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

ღონისძიებაზე, ასევე, წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა 3 მაშველი, რომლებმაც გასულ სეზონზე 350-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს. მაშველებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულს, სამსახურის ტექნოლოგიური სიახლის სამაშველო დრონების პრეზენტაცია გაიმართა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განახლებულ სეზონს სხვა სიახლეებითაც ხვდება.

აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე 250-მდე მაშველი იმუშავებს, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო.

პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან.

მათი მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ  სამაშველო პროცესში ჩართვა.

მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics