04:02 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 18:29:53, 1051 ნახვა

რეგიონი
დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში მუსიკალურ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ბენეფიციარების ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის პირმისაანთკარის შშმ პირთა პანსიონატში მუსიკალურ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

არასრულწლოვანმა/სრულწლოვანმა ბენეფიციარებმა პანსიონატში მცხოვრებ პირებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს, შესრულდა რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერიც.

ღონისძიებას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ჯავახიშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის ბიუროს უფროსი ირაკლი არაბიძე, სსიპ “ადამიანით ვაჭრობის  (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პანსიონატის ბენეფიციარების თხოვნით, ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლიც ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი/სრულწლოვანი ბენეფიციარები უკვე რამდენიმე თვეა პანსიონატთან მოხალისეობრივად თანამშრომლობენ.

 

 


(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics