03:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 14:40:40, 1262 ნახვა

რეგიონი
„კასტელო მარეს“ თავზე პროტესტის შემდეგ, რუსული დროშა ჩამოხსნეს

აჭარაში, ციხისძისრში მდებარე სასტუმრო - „კასტელო მარეს“ თავზე რუსული დროშა ფრიალებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია TV25 ავრცელებს.

როგორც მათთან საუბრისას სასტუმრობს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, თუკი სასტუმროს დამსვენებელთა რაოდენობა 45%-ზე მეტს შეადგენს, „კასტელო მარეს“ პოლიტიკაა მათი ქვეყნის დროშა იყოს გამოფენილი.

„ჩვენი სასტუმროს პოლიტიკად გამომდინარე, თუკი სასტუმროში 45%-ზე მეტი რომელიმე ქვეყნის ან ეროვნების ადამიანი ისვენებს, მისი დროშა აუცილებელია. აქ თქვენ ნახავთ ავსტორიას, საქართველოს და „კასტელო მარეს“ დროშებს. ახლა კონფერენცია მიმდინარეობს, მოსკოვიდან ჩამოსული არის ჯგუფი, „სოლნიჩნაია გრუზია“ ასე ჰქვია ამ კომპანიას, რომელსაც აქვს კონფერენცია სხვადასხვა თემებზე და სწორედ, ჩვენი პოლიტკიდან გამომდინარე ვალდებულები ვართ დროშა დავკიდოთ. დროშა გადის ცოტა ხანში და დროშა ჩამოიხსნება“, - განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა.

„ექსპრესნიუსი“„კასტელო მარეს“ ადმინისტრაციას დაუკავშირდა, რომელთაც განგვიცხადეს, რომ დროშა უკვე ჩამოხსნილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics