03:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-10 15:30:55, 1533 ნახვა

რეგიონი
სამტრედიაში ფერმერებს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების პერსპექტიული ჯიშები გააცნეს

სამტრედიაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ადგილობრივ ფერმერებს დასავლეთ საქართველოსთვის პერსპექტიული მრავალწლოვანი, ერთწლოვანი და მარცვლეული კულტურები, მათი მოვლა-მოყვანისა და დაცვის ღონისძიებები ცენტრის სპეციალისტებმა  გააცნეს.

„ჩვენი მიზანია ადგილობრივი გენოფონდის მოძიება და შენარჩუნება. უცხოური, თუნდაც ძალიან კარგი ჯიში, ისე ვერ შეეგუება ადგილობრივ ეკოსისტემას, როგორც ადგილობრივი ჯიშები. ჩვენს სადემონსტრაციო ნაკვეთზე ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ადგილობრივი მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურები, მიიღონ მათ მოვლა-მოყვანაზე სრული ინფორმაცია და შემდეგ მიიღონ მათი გაშენების შესახებ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ჭვავის ჯიშს „დუკატო“ დაეთმო, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. საქართველოში ამ კულტურის მოყვანას დიდი პერსპექტივა აქვს და მომგებიანია. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჭვავის ჯიშს „დუკატო“ უკვე სამი წელია დასავლეთ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ცდის, სადაც ჯიშმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. „დუკატო“ დაავადებების მიმართ გამძლე და ჩაწოლისადმი მედეგი ჯიშია, მისი საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტაზრე 2,8 ტონაა. ის საუკთესო წინამორბედია სიმინდის, სოიოს და სხვა ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურებისთვის.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics